LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავს ნუ მოვიტყუებთ თითქოს ეს პრობლემა მხოლოდ კონკრეტული რეგიონის იყოს – გიორგი კეკელიძე ნაადრევი ქორწინების თემას ეხმაურება

141
გიორგი-კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ნაადრევი ქორწინების პრობლემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ამით ის გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს.

გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გეოგრაფიის მასწავლებელ, ჰამიდ სადიკოვს ბოდიშის მოხდას აიძულებდნენ რადგან მან სოციალურ ქსელში ქორწინებისთვის გოგოს გატაცება გააპროტესტა. სადიკოვი წერდა, რომ თემში ამ მავნე ჩვეულებას უხუცესები იწონებენ. სტატუსი გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გაქრა. აღმოჩნდა, რომ გეოგრაფიის მასწავლებლის ამ პოსტის შემდეგ, სოფლის ცენტრში ბოდიში მოახდევინეს, ყველაფერი ტელეფონით გადაიღეს და მასწავლებლის დისკრედიტაციის მიზნით, ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუკი შსს დამნაშავეებს დაადგენს,ისინი ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით დაისჯებიან.

,,ვაპროტესტებთ ნაადრევ ქორწინებას და გოგონების ძალით მოტაცებას” – მუსლიმი ახალგაზრდების მხარდამჭერი კამპანია და ვიდეომიმართვა

თავს ნუ მოვიტყუებთ და ხელს ნუ გავიშვერთ, თითქოს ეს პრობლემა მხოლოდ კონკრეტული რეგიონის იყოს და ჩვენ ,,აქეთ მდგომებმა”, სხვა სიმაღლიდან ,,ნწ, ნწ” უნდა დავძახოთ წყნენარევი დანანებით. თითქოს გუშინ არ იყო, 15-17 წლის გოგონებს მანქანაში რომ ტენიდნენ და მერე გამოსახსნელად მისული მშობლები უკან ბრუნდებოდნენ გაწბილებული სახით, რომელზეც ის ფრაზა ეწერა, მეორე დღეს სამეზობლო-სანათესავოში რომ იტრიალებდა უცნაური დანებებით – “მოსახდენი მოხდა”.
და გრძელდებოდა ცხოვრება შეგუებული უბედურებით, რომელსაც ქორწილის სადღეგრძელოში დიდი ბედნიერება ერქვა.
ჰოდა, თავს ნუ მოვიტყუებთ მეთქი, იქ, უამრავი ჯანსაღი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს, რომლის დიდი მაგალითი ჰამიდია – ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც ბიბლიოთეკაში განათლების ძალაზე არაერთხელ გვისაუბრია.
ჩემი თანადგომა მას და იმ გოგონებს, რომელთაც ხვალ უნდა ამოიღონ ხმა და თქვან: “არა ნაადრევ ქორწინებას, მით უფრო – ნაძალადევს!”- წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/GiKekelidze/posts/2574319729293915?__xts__%5B0%5D=68.ARA1aTwF70coz84KcJ7acWSOloCnG9pYyW_tVs8Zzhiqbi08CwHGb05A5YZwrzXrIiriJo7WRcf2TjkqZQQ76nNuOWaxCuL-anvS-rVNYTW_GAJUUKwkPExNvw4eTgBmueUZOLlTBps4SyxwaRHmGs-bYoO4KnvGwdmjeg3jdCFPaM_FFqdnGeSo6mB24tyOVYx3d2GDJWz4NbWHLwvRPaFF8Cs27vULognXmNPodFVURrTVA88nRfbA9heyZquxEnBWhuetE_P34yh2nKkxALDPM4sDuFMjYSqJc85vAkhoxQq8GIcvy8KD2oq8HWyGofXLJLlwgRVjdQDBV5JOrg&__xts__%5B1%5D=68.ARD_1IKEmjjRnvAjPy8nX7xKGvcK2kdzmC_sXGwkawV0pMxlwBcdGiB5aFTkOsSSFZSisTncK1WOPPZ0fqNVwghtLvitfDNygp8WnzA5dC-9vJYZhPLT2EE0BKlLhgb1KK_waSQuOD8d8ujCmZrCtMUPhEnpYpZ_vAwPLQpuro3J2tKZbWgrCItXvcOogVHhhU9lN1pRBEArCCFIq4KECQAfAfP90tfxeTayvDzDBkJhP6ymJ74ux1duuU_-wXlhFLs7Qt2JrlXysn5pz4GwgT2I5UfA59yk27Jmf1wJ1_FgjchmHEcCVmbU2PA2iHtCRRD-biy2h9lafuE2sR7Rmg&__tn__=-R

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები