LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა 

159
ing

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ შემთხვევამდე, ხელშეკრულება მერიამ კიდევ ერთ კომპანიასთან გაწყვიტა.

„წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლოს სამანქანო მოძრაობა სრულად აღდგება, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები“ – თბილისის მერის მოადგილე

„თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრატორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.

ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში სრულად აღდგება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიების: შპს „ერ ტე დე“-ს და შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-ის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გაგზავნილ წერილებში მერია გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს:

„ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას ორჯერ გამოვლენილი ფაქტის შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი არ ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს) შესაბამისად, ცალმხრივად შეგიწყდათ ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისთვის მე-9 მუხლის 9.10 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოგერთმევათ სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ“,- წერია დოკუმენტში.

„ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით“ – კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ

„სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს“ – როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები წერეთლის გამზირზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g