LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

41
მერია

თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და სხდომის მონაწილეებმა პატივი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიაგეს.

„მთავრობის დღევანდელი სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის. 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის, მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, თბილისს, სრულიად საქართველოს.“– განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა მომხდარ ტრაგედიაზე საუბრის შემდეგ აღნიშნა ისიც, რომ დედაქალაქის მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს არ განიხილავს, რის შესაბამისადაც, სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვაკის პარკში, უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია

კალაძე: რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს ამ კითხვას პირველ რიგში გამოძიებამ უნდა უპასუხოს – კანონის წინაშე ყველა თანასწორია, კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი ვინმეს მიმართ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g