LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს

117
255047362-427872145596157-3288075870762465532-n

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების აქციის ფონზე მიმდინარეობს.

საქალაქო სასამართლოს გარე პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესს დაესწროს.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ოპოზიციის წარმომადგენელმა გიგი უგულავამ პირველად ითხოვა სასამართლო პროცესზე დასწრება და საქალაქო სასამართლოს შენობაში ადვოკატთან ერთად შევიდა.

ფოტო/ვიდეო: მოქალაქეები საყვირებით გამოხატავენ სააკაშვილის მხარდაჭერას – საქალაქო სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული

მან Facebook-ზე სასამართლო სხდომა პირპირ ეთერში ჩართო. უგულავას მცირედი შელაპარაკება ჰქონდა მოსამართლე ნინო ელიაშვილთან, რადგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პროცესზე მედიის დასწრება ითხოვა.

მანამდე საქალაქო სასამართლოში განმარტეს, რომ კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, სხდომას დაესწრებოდნენ მხოლოდ საელჩოების წარმომადგენლები, დამკვირვებლები და მხარეები.

სასამართლო პროცესს ესწრება პროკურორი ჯარჯი წიკლაური და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები. ამ დროისთვის პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ონლაინ ჩართვა არ განხორციელებულა.

კადრები მიხეილ სააკაშვილის სასამართლოდან: “ყველაფრის უფლებას გვართმევთ ხომ? ლაივის უფლება მაინც მიეცით…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g