LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავეს

172
pjimage-

სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და სოფელ სართიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, პოლიციამ 11 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” და 20 970 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა რამდენჯერმე განახორციელეს, აღნიშნული ფაქტი კი ფარულად გადაიღეს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული დ.მ., 1981 წელს დაბადებული ა.ე., 1978 წელს დაბადებული ფ.თ., 1981 წელს დაბადებული გ.ა., 1982 წელს დაბადებული ა.ი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში ედებათ. დანაშაული 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წელს სამართალდამცველების მიერ ამოღებულია: 26,2 კილოგრამი “ჰეროინი”, 2 კილოგრამი “კოკაინი”, 13700 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 23,1 კილოგრამი “მდმა” 9,8 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კგ და 600 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სულ 113 ადამიანია დაკავებული.

10 შეკვრა ჰეროინი ფონიჭალაში: შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა, მათ შორის ქალიცაა

პოლიციის მიერ 1 იანვრიდან დღემდე 25 კილოგრამი "ჰეროინი" და 2 კილომდე კოკაინია ამოღებული

პოპულალურები