LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ხვალ შესაძლოა, მოთოვოს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

692
mtatsminda

21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი. დასავლეთ საქართველოში დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან კი, ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა ითოვოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება.

24-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g