LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კიდევ რამდენიმე ქუჩა სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშავეს

94
BeFunky-collage (2)

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება.

ღამით კიდევ რამდენიმე ქუჩა დაამუშავეს. ამჯერად სამუშაოები ჩატარდა:

მიქატაძე-ტიულევენის ქუჩაზე, დ. შენგელიას, სამამულო ომის გმირების ქუჩებზე, ასევე, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივანის ქუჩაზე, ფ. მოსულიშვილის, ვასაძისა და კანდელაკის ქუჩებზე.

გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები