თეა დარჩია სოციალურ ქსელში ომის თემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მამაკაცების მაგივრად პოლიტიკურ პროცესებს ქალებუ უნდა მართავდნენ:
„მე როგორც მივხვდი, კაცები საერთოდ არ უნდა გააკარო პოლიტიკას და მით უმეტეს, სახელმწიფოს მართვას, რადგან ბავშვობაში ომობანას თამაშს ზრდასრულობაშიც აგრძელებენ და ამით იმყარებენ პირად ეგოისტურ ამბიციებს!!!
ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, რადგან სიცოცხლის ფასი იცის!!! ვიცი, ყველაფერთან ერთად, ფემინისტობასაც დამაბრალებთ, მაგრამ არა უშავს, მიჩვეული ვარ….
პოლიტიკაში ქალები უნდა იყვნენ და სასურველია დედები, რომ სხვისი შვილების ჟლეტა აზრადაც არ მოუვიდეთ, რადგან იციან, რა სიმწარეა ბავშვის გაჩენა და გაზრდა, ქალებმა ზუსტად იციან, რამხელა ძალისხმევა და თავგანწირვა სჭირდება ადამიანის ადამიანად გაზრდას და მის ფეხზე დაყენებას!!! ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, არასოდეს!!!! ქალი ბავშვობაშიც დედაშვილობანას თამაშობს თოჯინებით, ის ბავშვობაშიც აშენებს, ხან ოჯახს და ხან ცხოვრებას!!! აშენებს და არა ანგრევს, აჩენს და არა კლავს და ანგრევს!!!
რატომ გამოეცხადა მკვდრეთით აღმდგარი იესო პირველად ქალს? რადგან იცოდა, რომ კაცს გულისხმიერება არ ეყოფოდა იმის დასაჯერებლად, რომ სამი დღის გარდაცვლილი იესო დაენახა და ეცნო, რატომ გამოგვიგზავნა პატარა 14 წლის წმინდა ნინო ღვთისმშობელმა საქართველოში მართლმადიდებლობის საქადაგებლად? რადგან იცოდა, რომ ქართველი მხოლოდ სუფთა პატარა გოგოსას თუ ირწმუნებდა და ისიც დედოფლის დახმარებით, რატომაა ყველა უმთავრესი ქართული სიტყვის ფუძე დედა, იმიტომ, რომ ქალი და მით უმეტეს, დედა არის ის, რაც ყველაზე და ყველაფერზე ახლო დგას სიმართლესთან, სიკეთესთან კეთილგონიერებასა და ჭეშმარიტებასთან!!!! აბა, მეცით ახლა და გამრდღვენით!..“