LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი გელათის სარესტავრაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

148
BeFunky-collage

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ისინი ძეგლზე რამდენიმე წლის წინ დაწყებულ სარესტავრაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ვიზიტის შემდეგ, ქუთაისის ეროვნული არქივის შენობაში გელათის მონასტრის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე კომიტეტის სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა მოისმინეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ანთიძის და რესტავრატორ კახა ტრაპაიძის მოხსენება შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კომიტეტის სხდომას ასევე ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები და დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები.

შეხვედრის დიდი ნაწილი გამოსავლის შესახებ მსჯელობას დაეთმო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები