LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეატრალურის კვარტეტის“ მხიარული კონცერტი მოხუცთა თავშესაფარში (ფოტოები)

704
teatraluris-kvarteti

„თეატრალურის კვარტეტი“ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს და მათთან, ვისაც ქართული სიმღერის კონცერტებზე დასწრების საშუალება არ აქვთ, ანსამბლის წევრები თავად მიდიან.

ამჯერად ისინი ბათუმის წმინდა დიდ მოწამე ეკატერინეს სახელობის  მოხუცებულთა თავშესაფარს ესტუმრნენ კონცერტით და როგორც მათ მიერ სოცქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, კონცერტმა დიდ მხიარულებაში ჩაიარა.

როგორც „თეატრალურის კვარტეტის“ წევრები აღნიშნავენ:

„შევხვდით საოცარ ადამიანებს, ეს იყო სიყვარულით და ემოციით სავსე საღამო. ჩვენ გაგვახსენდა, თუ რამხელა ბედნიერებაა ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ყოფნა, მათთან საუბარი, სიმღერა და მათი დარიგება თუ როგორი უნდა იყო და როგორ უნდა იცხოვრო. ღმერთმა ყველა გვადღეგრძელოს და მოგვცეს საშუალება, რომ დავბერდეთ“.

ანსამბლი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის აჭარის კულტურის სამინისტროს, ქ. ბათუმის მერიას, მამა იოანე, Geoegian Art House და GDBA (საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია).

როგორც „თეატრალურის კვარტეტის“ წევრმა, ლაშა კერვალიძემ გვითხრა, დღეს, 15 მარტს, კიდევ აქვთ ასეთი კონცერტები ორ ბავშვთა სახლში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები