LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ წიკლაურის მკურნალობაში გერმანელი ექიმები ჩაერთნენ – მომღერლის მდგომარეობა არ გაუარესებულა

398
maxresdefault-3-2020-11-22-11-01-20-242477-1024x576

მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით დღემდე რჩება გორის ჰოსპიტალის ინტენსიურ განყოფილებაში. როგორც ნუგზარ კვაშალმა fortuna.ge-სთან საუბრისას ახლახან განაცხადა, მისი მდგომარეობა უკვე მეხუთე დღეა, ცუდისკენ არ შეცვლილა, შესაბამისად, ექიმები მიიჩნევენ, რომ ის გამოჯანმრთელების გზაზეა. როგროც კვაშალი აღნიშნავს, თემურ წიკლაურის გამოჯანმრთელების საქმეში გერმანელი ექიმებიც ჩაერთნენ.

ნუგზარ კვაშალი:

ჩართული არიან ონლაინ გერმანიიდან თემურის მეგობრების მეგობრები, გერმანელი ექიმები, აკვირდებიან მკურნალობას. თითქმის ყოველდღე იმართება კონსულტაციები, კონსილიუმები. ვინაიდან ხუთი დღის განმავლობაში კრიზისი უარესობისკენ არ წავიდა, ექიმები მიიჩნევენ, რომ არის დადებითი შედეგი. იმედისა და სიცოცხლის ნაპერწკალი გაჩნდა. ეს თავად ექიმების ნათქვამია. მკურნალობა მიდის სწორად და დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება, თუმცა ამას სჭირდება დრო, მინიმუმ კიდევ ერთი თვე, რომ საბოლოოდ თქვან პასუხი. ორგანიზმი იწყება აღდგენას, ნელ-ნელა, მაგრამ იყოს ნელა, ოღონდ გამოჯანმრთელდეს და იყოს ნელ-ნელა.

გორის ჰოსპიტალში რჩება?

დიახ, რადგან ეს ერთ-ერთი საუკეთესი ჰოსპიტალია, სადაც პროფესიონალი ექიმები არიან. ძალიან ძლიერი სპეციალისტები ჰყავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ თემური გამოჯანმრთელდეს, არა მხოლოდ თემური, რასაკვირველია, ყველა პაციენტის მიმართ ასე არიან. თემურის შემთხვევაში გართულება გამოიწვია თანმხელბმა დაავადებებმა. გაახარეთ ხალხი, რომ თემური ცოცხალია და მის სიმღერებს კიდევ მოისმენენ, ოღონდ ცოტა ხანს დაელოდონ, არა უშავს. „ფორტუნაზეც“ იმღერებს და სხვაგანაც…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები