LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, ანა თოფურიას კი ფაქტობრივად, არც აქვს სიმპტომები

1533
BeFunky-collage (3)

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია. ამის შესახებ “ფორტუნას” თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბერიძემ განუცხადა.

„კვლავ სტაბილური მდგომარეობაა, ცვლილებების გარეშე. მომავალ კვირას გაკეთდება დამატებითი კვლევები და თუ რამე შეიცვლება მკურნალობის სტრატეგია”- გვითხრეს პრესამსახურში.

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურია მკურნალობას სახლში განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.

“მსუბუქი სიმტომები აქვს, ფაქტობრივად, არც აქვს სიმპტომები და აგრძელებს მკურნალობას სახლში” – განაცხადა ბერიძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები