LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა…დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში – მამუკა ხაზარაძე

322
BeFunky-collage (5)

პარტია “ლელო – საქართველოსთვის” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავად გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, PCR ტესტი გუშინ, 17 ოქტომბერს ჩაიტარა, რადგან დაბალი სიცხე ჰქონდა და ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

რაც შეეხება სიმპტომებს, როგორც ლელოს თავმჯდომარე წერს, რომ თავს კარგად გრძნობს და საბრძოლო შემართებითაა.

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ: ენდელაძე

“მოგესალმებით მეგობრებო, ჩემს თანამებრძოლებს, ლელოელ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.

საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ.

ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით.

ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხიმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა.

“ქართული ოცნების” კრახმა Covid19-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით…

თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას! covid19-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია.

31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც.” – წერს ხაზარაძე.

“არჩევნებს ეწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველა პოლიტიკოსს ფეხზე ვკიდივართ, უკლებლივ ყველას” – ბაია პატარაია

 

https://www.facebook.com/mamukakhazaradzeofficial/posts/406530880720868

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები