თეთნულდის სათხილამურო კურორტის მიმდებარედ ზვავი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას საქართველოს ერთი მოქალაქე და ერთი უცხოელი ტურისტი იმყოფებოდნენ.
როგორც „ფორტუნასთან“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ტურისტი, ერთი ქართველი და ერთი უცხოელი დაშავდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.