LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TikTok ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვებისთვის 5,7 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

211
tik-tok-newss

პოპულარული ვიდეო-პლატფორმა TikTok ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5,7 მილიონი დოლარით დააჯარიმა. სოციალურ ქსელს ბრალი ედება 13 წლამდე ასაკის ბავშვების პერსონალური მონაცემების არალეგალურად შეგროვებისთვის.

აპლიკაცია, რომელიც ჩინურ კონცერნს – Bytedance ეკუთვნის, პატარების სახელებს, ადგილმდებარეობას და მისამართებს მათი ნებართვის გარეშე ინახავდა. პლატფორმას მსოფლიოს გარშემო 200 მილიონი მომხმარებელი ყავს და მისი ღირებულება უკვე 75 მილიარდი დოლარია. მიღებული ჯარიმაც, ამ სფეროში ნამდვილად რეკორდულია.

გარდა ჯარიმისა, სოციალურ ქსელს გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც მოუწევს. ამიერიდან, 13 წლამდე მომხმარებლებს უფრო პასიური როლი ექნებათ, ვიდეოების ყურებას შეძლებენ, თუმცა რაიმეს დაპოსტვა ან დაკომენტარება აეკრძალებათ.

TikTok-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი სამიზნე აუდიტორია 16-დან 25 წლამდე ადამიანები არიან, თუმცა მათ ყოველთვის სჯეროდათ რომ TikTok ყველასი იყო და შეზღუდვებს ამიტომ არ აწესებდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები