LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „ნიკა მელიამ პარტიაში რეინტეგრაციის ბოლო შესაძლებლობა არ გამოიყენა – სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სხვა პოლიტიკურ პარტიაში ვიხილავთ“

156
ბოკუჩავა და მელია

„სამწუხაროა, რომ ნიკა მელიამ არ გამოიყენა პარტიაში რეინტეგრაციის ბოლო შესაძლებლობა და მან თავი პარტიის მიღმა დატოვა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი მოსაზრებით, პარტიის ყოფილი თავმჯდომარეს, ნიკა მელიას საზოგადოება უახლოეს მომავალში სხვა პოლიტიკურ პარტიაში ან სხვა პლატფორმაზე იხილავს.

ენმ: „ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს საკითხი დახურულია და პარტია ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიაში რეინტეგრაციის ბოლო შესაძლებლობა, რაც მდგომარეობდა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილ დოკუმენტზე, ერთობის მანიფესტზე ხელმოწერაში, არ გამოიყენა ნიკა მელიამ და ამ გადაწყვეტილებით, თავად პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, მან თავი დატოვა პარტიის მიღმა.

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მას ან სხვა პოლიტიკურ პარტიაში ვიხილავთ, ან რაღაც სხვა პლატფორმაზე. ბუნებრივია, ეს მისი არჩევანია. დიდი იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ყველა პროდასავლელი ჩაერთვება ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

„მანიფესტით თუ მანიფესტის გარეშე, არსებობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემები, რომელიც არსად გამქრალა – თუ ხელის არ მოწერის გამო ადამიანებს პარტიიდან გარიცხავენ, ეს შეიძლება ძალიან მძიმე იყოს“ – ხატია დეკანოიძე

დღეს ეს არის მთავარი ამოცანა და ამ ამოცანით უნდა იხელმძღვანელოს ყველა პოლიტიკოსმა, რომელიც საკუთარ თავს რეჟიმის მოწინააღმდეგედ მოიაზრებს და პოლიტიკურ ველზე ასე პოზიციონირებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დასმულ კითხვაზე კი, რომელიც ენმ-ის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გუშინდელ ქმედებას ეხებოდა, როდესაც მან ფურცელს, რომელზედაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“, არ წარმოადგენს, ბოკუჩავამ უპასუხა:

„რამდენადაც ვიცი, ეს კითხვაზე ერთგვარი პასუხი იყო. ფორმალურ ნაწილში როგორ ხდება, ამას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წესდება არეგულირებს.

წესდების მიხედვით, რამდენადაც ვიცი, არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვისაც აქვს ამის ექსკლუზიური უფლებამოსილება.

დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბარი, ნიკა მელია არის პარტიის წევრი, არ არის პარტიის წევრი, წავიდა, არ წავიდა და ასე შემდეგ. მე მუდმივად აქცენტს ვაკეთებდი იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ფორმალისტური გადაწყვეტილება.

ნიკა მელია: პარტიაში რაც ხდება, არის „კვიპროსის კლუბის“ გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბდა ე.წ. მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც ბიზნესწილები ამძიმებთ

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიამ მიიღო, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის შემოთავაზებაზე თქვა უარი და ხელი არ მოაწერა ერთობის დოკუმენტს, რომელიც იქნებოდა შანსი მისი რეინტეგრაციის პარტიაში, რომელსაც დიდი ხანია, მძიმე ბრალდებებს უყენებს.

ვფიქრობ, სააკაშვილის ეს მაინტეგრირებელი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ნიკა მელიამ არც ეს შესაძლებლობა გამოიყენა.

გია ბარამიძე: „კატეგორიულად არ მომწონს ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიისა, მაგრამ ენმ-იდან მისი გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ“

წარსულშიც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ პარტია, ბევრი შემოგვიერთდა, ზოგიერთი წავიდა, მათ შორის, გრიგოლ ვაშაძე.

ნიკა მელიასგან განსხვავებით, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა განაცხადი და ეს იყო პოლიტიკური, ერთჯერადი განაცხადი. ანუ, ასეთი პრეცედენტი არსებობს“. – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

 

 

გამოყენებულია „პირველი არხის“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g