LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თოჯინიანი კაცის ფოტოები ვნახე.. თავზარი დამეცა, სული გამეყინა.. მრცხვენია მისი, რა ვთქვა არ ვიცი… როგორ ვანუგეშო, ძალიან მენანები ამხელა ტკივილისთვის..“ – ნინი შერმადინი გიორგი დუდაშვილზე

5183
Untitled design (2)

მომღერალი ნინი შერმადინი გიორგი დუდაშვილის ოჯახის ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ნინი შერმადინი წერს, რცხვენია და პატიებას სთხოვს მას, რომ ამხელა ტრაგედიის ფონზე პირადი წარმატება უხარია.

„20 დღე ეძება, ოთხივე იპოვა, დღეს ბოლო გზაზე აცილებს ცოლს და სამ ანგელოზს, არ არსებობს სიტყვები, რომელიც მისი ნუგეშისთვის გამოდგება“ – ქაშვეთის ეკლესიაში შოვში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ნინი შერმადინი გიორგი დუდაშვილს გამძლეობას უსურვებს და წერს, რომ ძალიან ენანება ამხელა ტკივილისთვის.

„დუბაიში ვარ, ინტერნეტი ცუდად მუშაობს, ეხლახანს შემოვიხედე და თოჯინიანი კაცის ფოტოები დამხვდა, თავზარი დამეცა, სული გამეყინა… მეც იმედით ველოდებოდი ამდენი ხანი იქნებ ერთი მაინც ეპოვა… ფოტოს ვერ ვაზიარებ, მრცხვენია მისი, მე ესე იდიოტივით ვხარობ და ფოტო სესია მაქვს გამართული… მაპატიე ადამიანო, ჩემო ძმაო,ყველას ტკივილო… რა ვთქვა არ ვიცი… როგორ ვანუგეშო… ღმერთმა გამძლეობა მოგცეს… ძალიან მენანები ამხელა ტკივილისთვის… მაპატიე, მეც მაპატიე…“, – წერს ნინი შერმადინი.

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით რაჭაში მომხდარ სტიქიას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე კვლავ გრძელდება 2 დაკარგული ადამიანის ძენბა-შველის სამუშაოები. 25 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ მედიას აცნობა, რომ 31 ადამიანიდან უკვე ამოცნობილია 28 ადამიანი.

 

დუბაიში ვარ, ინტერნეტი ცუდად მუშაობს, ეხლახანს შემოვიხედე და თოჯინიანი კაცის ფოტოები დამხვდა, თავზარი დამეცა, სული…

Posted by Nini Shermadini on Saturday, 26 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები