LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 8 ყველაზე გამორჩეული ადგილი გინესის რეკორდების წიგნიდან

583
BeFunky-collage

გინესის რეკორდების წიგნი სავსეა უჩვეულო რეკორდებით და თუ გსურთ მოხვდეთ ყველაზე, ყველაზე უჩვეულო ადგილას გაეცანით სარეკორდო გეოგრაფიულ ადგილებს.

 

ყველაზე გრძელი ქუჩა

ყველაზე გრძელი ქუჩა სახელწოდებით “Yonge Street” კანადაშია. მისი სიგრძე 1896 კილომეტრია. ის ტორონტოს ცენტრის გავლით ქალაქის საზღვრებს გარეთ გადის, მაგისტრალზე გრძელდება და მინესოტამდე აღწევს. ტორონტოში ეს ქუჩა ძალიან დატვირთულია, ქუჩაზე მრავალი ბარი, რესტორანი და სხვა გასართობი ადგილია.

ყველაზე დიდი სახლი

გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს არაა რომელიმე ცნობილი ცათამბჯენი, ეს გახლავთ უინძორის სასახლე. მთლიან სასახლეში, საერთო ჯამში, 1000-ზე მეტი ოთახია. შენობაში გალერეები და თეატრებია. სასახლის საერთო ფართი თითქმის 50 ათასი კვადრატული მეტრია.

ყველაზე მაღალი ხე

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხე, რომლის სიმაღლე 115 მეტრზე მეტრია კალიფორნიაში მდებარეობს. მეცნიერების თქმით, ხე უკვე სამ ნახევარი ათასი წლის განმავლობაში იზრდება, ისევე როგორც მისი გარშემო არსებული ხეები.

ყველაზე დახრილი კოშკი

“აბუ დაბი” იშვიათ მსოფლიო რეკორდებს მიეკუთვნება. ის არის ყველაზე მეტად გადახრილი კოშკი, რომელიც ადამიანის ხელითაა შექმნილი. კოშკი დასავლეთის მხარეს 18 გრადუსით იხრება. კოშკი “Hyatt Capital Gate” სასტუმროს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ასეთ სასტუმროში ღამის გათევა საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ.

ულამაზესი მთა

1966 წელს ანდების ერთ-ერთი მწვერვალი – მთა ალპამიაო – აღიარეს, როგორც მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მთა. იგი მთის ქედის პერუს ნაწილში მდებარეობს და მისი მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ სანახავად ნამდვილად ღირს. სტუმრობისთვის ყველაზე ხელსაყრელი სეზონი ზაფხული და შემოდგომის დასაწყისია.

ყველაზე დიდი სასტუმრო

მსოფლიოს მრავალი სასტუმრო ამ ტიტულისთვის იბრძვის, მაგრამ მხოლოდ Palazzo Resort Hotel & Casino, რომელიც ლას ვეგასში მდებარეობს, შეძლო გინესის რეკორდების წიგნში შესულიყო. გარდა 8108 ნომრისა, ამ სასტუმროს საკუთარი კაზინო, მაღაზიები, რესტორნები, აუზები, აბაზანები, კლუბი და ბიზნეს ცენტრი აქვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო მსოფლიოში.

ყველაზე დიდი ინდუსური ტაძარი

ახშარდამის ტაძარი დელიში არა მხოლოდ ტაძარია, არამედ მემორიალიცააა. იგი ას მეტრზე მეტი სიგრძისაა და 234 სვეტი ამშვენებს. ტაძარში 20 ათასზე მეტი ქანდაკებაა. კომპლექსი ტბითაა გარშემორტყმული.

ყველაზე დიდი კარავი

კარავი სახელად “ხან შატირი” ყაზახეთში მდებარეობს, ნუურ-სულთან. მისი სიმაღლე 150 მეტრს აღწევს, მაგრამ ეს ყველაზე გასაოცარი არ არის შენობაში. კარავი ლითონის საყრდენები აქვს, რომელზედაც სპეციალური საფარია გადაჭიმული, იმისთვის, რომ შიგნით ტემპერატურა ყოველთვის კომფორტული იყოს. კარავში განთავსებულია უამრავი მაღაზია, კინო და აუზიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები