LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Treveler.ge-ს ხელმძღვანელი და თანამშრომელი პოლიციამ გამოკითხა

455
Capture

ტურისტული კომპანია Treveler.ge-ის ხელმძღვანელი და თანამშრომელი, პოლიციის მცხეთის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

სწორედ ამ კომპანიის კუთვნილი მიკროავტობუსით მგზავრობდნენ გუშინ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი შემთხვევისას.

სამართალდამცავებს ტურზე მყოფი მოქალაქეების ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია აინტერესებდათ.

„გამოკითხვაზე ვიყავი ღამით და დილით დასრულდა. ჩემთან ერთად იყო კომპანიის ხელმძღვანელი. მე ოპერატორი ვიყავი და სატელეფონო ზარებს ვპასუხობდი, ისე კი გიდი ვარ. გამოკითხვაზე დაინტერესდნენ ტურზე მყოფი ადამიანების სიით და ტელეფონის ნომრებით. რაც საჭირო იყო გამოძიებისთვის და რითაც შემეძლო დახმარება, დაწვრილებით მივაწოდე ინფორმაცია“, – განაცხადა კომპანიის თანამშრომელმა.

ვისაც შენთან ერთხელ შეხება ქონია, არასდროს დაავიწყდები: გიდი, რომელიც შატილის საბედისწერო ტურს ხელმძღვანელობდა, დაიღუპა

შეგახსენებთ, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა, რომელთა მდგომარეობა კრიტიკულია.

„შატილის ტრაგედიისას გადარჩენილი სამივე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია“ – ლევან რატიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები