LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შატილის ტრაგედიისას გადარჩენილი სამივე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია“ – ლევან რატიანი

190
77

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად გადარჩენილი სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან რატიანის განცხადებით, ორ მათგანს დაეწყო შინაგანი სისხლდენა და ამ დროისთვის მათ ოპერაცია უტარდებათ. პაციენტების საშუალო ასაკი 25 წლამდეა.

„გუშინ შემოიყვანეს 3 მდედრობითი სქესის პაციენტი. სამივე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ორი მათგანის განსაკუთრებით. აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფო წესით შეიყვანეს საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. ერთი მათგანის მდგომარეობა კი შედარებით სტაბილურია. ამ ეტაპზე სამივე ქალბატონთან არის სიცოცხლესთან შეთავსებელი ტრამვები“, – აღნიშნა ლევან რატიანმა. 

შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვისაც შენთან ერთხელ შეხება ქონია, არასდროს დაავიწყდები: გიდი, რომელიც შატილის საბედისწერო ტურს ხელმძღვანელობდა, დაიღუპა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები