LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახტა

244
timsi

თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახტა. არსებული ინფორმაციით, 65 წლის კაცი პალატის ფანჯრიდან გადახტა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და გარდაიცვალა.

„რაღაცით გააღო ფანჯარა და გადახტა. პალატაში ორნი იყვნენ. ერთი გაეწერა, ეს დარჩენილი იყო“,- აღნიშნავს ტურძელაძე „ტვ პირველთან“.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებდა. ამასთან როგორც ის აღნიშნავს, პაციენტს „კარგი ანალიზები ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოსული იყო“.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციელები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g