LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, რა თქმა უნდა, გმირია – იმედი მაქვს და მინდა რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა – კობახიძე უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე

150
BeFunky-collage (3)

თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

„პირველი, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან უკრაინაში წასული, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ამ ენთუზიაზმს, ვისაც გულით სჯერა, რომ ისინი იბრძვიან იდეისთვის. მეორე – ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, იქ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არის. ეს არ არის ცალსახად შესაფასებელი მოვლენა. ამიტომ, რაღაც ზღვარი უნდა გაევლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც იბრძვის ენთუზიაზმისთვის, იდეისთვის, რა თქმა უნდა, ის პატივისცემას იმსახურებს.

ერთი სიტყვით კი არ ვაფასებ, დეტალურად გიფასებთ, მარტივ რაღაცას გეუბნებით, ოღონდ დეტალებში შევდივარ. თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია“, – აცხადებს კობახიძე.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ კომერციული მიზნებით ხდება ადამიანების მოძიება და უკრაინაში ჩაყვანა ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

„მაგალითად, ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვინმე მიდიოდეს. მე იმედი მაქვს, რომ და მინდა ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რაც გუშინ გამოვლინდა, როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების მოძიება, უკრაინაში ჩაყვანა ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ამიტომ, რაღაც ზღვარი არის გასავლები და ჯობია, ეს ზღვარი თქვენც გაავლოთ. ანუ, როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების ომისთვის რეკრუტირება და აქედან კომერციული მოგების მიღება, ეს არის ერთი მხარე. როდესაც სხვა რამესთან გვაქვს საქმე – ენთუზიაზმთან, იდეასთან და ა.შ. ეს არის სხვა რამე. ამიტომ, აქ უნდა გაივლოს ზღვარი“, – აცხადებს კობახიძე.

„სავალალოა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატებისგან ამგვარი გზავნილი ისმის“ – ანდრო გოცირიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგონ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა საქართველოს მოქალაქეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g