მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პირველი ნოემბრიდან გაზის მოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში, თუ პირი არ დაემორჩილება ინსპექტორებს და უარს იტყვის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი და გაუმართავი დანადგარის მოხსნაზე, ინსპექტორებს პოლიციის გამოძახების ვალდებულება ექნებათ.

ამასთან, კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ შესულა, საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა შემთხვევების მიხედვით, ჯარიმების ოდენობა 100-დან 1500 ლარამდე იქნება.

მსგავსი თემები