LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ „ოცნება“ ჩაფლავდა, ე.ი. ღარიბაშვილი იყო ცუდი ვარიანტი – უკავშირდება თუ არა თუ ფარული ჩანაწერების გავრცელება შიდადაპირისპირებას

137
TORNIKE 22

ფარულმა ჩანაწერმა შესაძლოა, გააღრმავოს შიდადაპირისპირება, რაც „ქართული ოცნების“ რღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს, – ამის შესახებ „ფორტუნას“ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.

რამდენჯერ შეიძლება შეიცვალოს ერთ თვეში ქვეყნის პირველი პირი და უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა ღარიბაშვილმა ფარული ჩანაწერების გამო – რა წერია კონსტიტუციაში

მისი თქმით, მომხდარის შემდეგ აქვს თუ არა უფლება ირაკლი ღარიბაშვილს იყოს ქვეყნის პირველი პირი, ეს პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს.

„იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, ეს უნდა  გადაწყვიტოს „ოცნების“ პოლიტსაბჭომ. „ოცნების“ პოლიტსაბჭო თუ შეინარჩუნებს ერთიანობას, ღარიბაშვილი დარჩება პრემიერად. თუ „ოცნება“ დაიშლება, ცხადია ღარიბაშვილი აღარ იქნება პრემიერი.

მოდით მორალურ უფლებას თავი დავანებოთ და ვილაპარაკოთ რეალობაზე. ქვეყანაში არის საკმაოდ რთული პოლიტიკური კრიზისი. „ოცნებას“ აქვს მძიმე დღეები. ამ მძიმე დღეების კრიზიზს „ოცნებამ“ შეიძლება ვერ გაუძლოს და დაიშალოს“, – ამბობს ექსპერტი.

ექსპერტი ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩანაწერის როდის არის გაკეთებული.

„რა თქმა უნდა, გასარკვევია, როდის არის ჩანაწერი გაკეთებული. „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი „ეკაჩავება“ ვინმეს და ვიღაცას ჭკუას არიგებს, შინაგან საქმეთა მინისტრი თუ პრემიერი, ამას აქვს მნიშვნელობა“ . – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

ხელისუფლებას არ მივცემთ დამატებით საბაბს მოლაპარაკებები ჩაშალოს – რაზე შეჯერდა ოპოზიცია

კითხვაზე, ამ ეტაპზე ღარიბაშვილი  ჩართული უნდა იყოს თუ არა მოლაპარაკებებში, თუ ის არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს,  ექსპერტი პასუხობს:

„პოლიტიკაში მორალური უფლება საკმაოდ მეორეხარისხოვანია. მთავარია რეალობა.  ყველაფერი გამოჩნდება შედეგების მიხედვით. თუ ახლა „ოცნება“ ჩაფლავდა ,  ე.ი. ღარიბაშვილი იყო ცუდი ვარიანტი. თუ „ოცნება“ არ ჩაფლავდა ე.ი. ღარიბაშვილი პოლიტიკურად ცუდი ვარიანტი არ იყო. მორალი პოლიტიკაში საკმაოდ მეორეხარისხოვანია. ქართულ პოლიტიაში მყოფმა პოლიტიკოსებმა  იმდენი ხანია, არიან პოლიტიკაში, რომ მათ სამწუხაროდ მორალზე საუბრის უფლება არ აქვთ.

კრიზისმა, შეიძლება „ოცნების“  წევრები დააშინოს და  დაიწყოს შიდარღვევების პროცესი. 2012 წლის მოვლენებში, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პროცესებმა  დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის პოლიტიკურ ბედზე და შესაძლოა, განმეორდეს სიტუაცია“. – განმარტავს ექსპერტი.

კითხვაზე, უკავშირებს თუ არა ფარული კადრების  გავრცელებას შიდადაპირისპირებას, შარაშენიძე პასუხობს:

„ფარული კადრების გამოჩენა, არ მგონია შიდადაპირისპირებას უკავშირდებოდეს, მაგრამ კადრებმა შეიძლება გააღრმავოს შიდადაპირისპირება და „ოცნების“ რღვევის მიზეზი გახდეს. აქვთ მშვენიერი შანსი, რომ სიტუაციიდან გამოძვრნენ, მაგრამ თუ შიგნიდან ვიღაცვიღაცებმა ინფორმაცია გაიტანა, ეს „ოცნების“ დანგრევას ნიშნავს“. – ამბობს ექსპერტი. 

შეგახსენებთ,  „ტვ პირველის“ ეთერში სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით – გიგა ბოკერია

“გამოძიების არდაწყება პირდაპირ ნიშნავს მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი”- “ლელომ” პროკურატურაში განცხადება შეიტანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები