LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენჯერ შეიძლება შეიცვალოს ერთ თვეში ქვეყნის პირველი პირი და უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა ღარიბაშვილმა ფარული ჩანაწერების გამო – რა წერია კონსტიტუციაში

6870
xmalaze garibashvili

„ტვ პირველის” ეთერში მოვისმინეთ ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ  ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

გავრცელებული სიუჟეტის შემდეგ, ოპოზიციამ პრემიერის  გადადგომის აუცილებლობა დაინახა.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “პირველის” გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერები ერთგვარი ფაბრიკაციაა და გამოძიებისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

არ მგონია, საკმარისი საფუძველი არსებობდეს – სარჯველაძე ფარული ჩანაწერების გამოძიებაზე

არის თუ არა ფარული ჩანაწერი იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში ახალი პრემიერის არჩევის საჭიროება გახდეს, ამ კითხვით „ფორტუნამ“ კონსტიტუციონალისტს  ვახტანგ ხმალაძეს მიმართა.

„კონსტიტუციასთან მომხდარს პირდაპირი კავშირი არ აქვს. ასეთ შემთხვევებზე კონსტიტუცია არაფერს ამბობს. საუბარი შეიძლება იყოს ორ რამეზე. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

პირველ რიგში ასეთ დროს გასარკვევია, თვითონ ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რამდენად არის ფაქტობრივი, ხომ არ მოხდა ფაბრიკაცია. წარმოადგენს თუ არა უტყუარ მტკიცებულებას.

თუ არის ფაბრიკაცია და ხელოვნურად შექმნილი, მაშინ ცხადია,  პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა პრემიერს, არამედ მათ, ვინც  ფაბრიკაცია შექმნა და უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტიზა იყოს ჩატარებული, სანდოობის მაღალი სტანდარტის მქონე ექსპერტის მიერ და თუ ეს მართლაც მოხდა, მსგავსი რამ,  მაშინ უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა, ანუ გამოძიება უნდა გაგრძელდეს, ყველა დეტალი განხილული უნდა იყოს, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს“. – ამბობს ხმალაძე. 

კითხვაზე, როდიდან შეიძლება ვიფიქროთ ახალი პრემიერის არჩევაზე, კონსტიტუციონალისტი პასუხობს.

„საქმის გამოძიების პარალელურად უკვე დგება ამ ეპიზოდებში მონაწილე პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ  ეპიზოდში მონაწილე სამი პირიდან ერთი არის უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური პირი, პრემიერ- მინისტრი, ხოლო მეორე გახლავთ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე,  ჩანაწერის ნამდვილობა დადგინდა,  მაშინ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს თანამდებობის პირები ტოვებენ თანამდებობას.

თუ არ დატოვეს თანამდებობდა, მაშინ უკვე პარლამენტის პასუხისმგებლობა იქნება, დატოვებს თუ არა პრემიერს,  რომელიც მხილებულია ასეთ მოქმედებაში. არ აქვს მნიშვნელობ, როდის ჩაიდინა მან ეს ქმედება. უნდა დააყენოს პრემიერ- პრემიერის მიმართ უნდობლობის საკითხი და პრემიერი თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს.

ყველაფერი შეიძლება გადაწყდეს კანონიერად თუ ამის ნება იქნა. სამი ფიგურანტიდან , ერთ-ერთის დანიშვნა –  განთავისუფლების საკითხი არის, მეორე ფიგურანტზე, პრემიერზეა დამოკიდებული. ხოლო ამ მეორე ფიგურანტის ბედი დამოკიდებულია პარლამენტზე, თუ თავად არ გადადგა“. – აცხადებს „ფორტუნასთან“ ხმალაძე.

ხმალაძის თქმით, იმისათვის, რომ ეჭვქვეშ არ დადგეს ჩანაწერის ავთენტურობის დადგენა, გამოძიება, უნდა ჩაატაროს სანდო ექსპერტმა, ასეთი კი ამ შემთხვევაში შესაძლოა, საზღვარგარეთიდან მოწვეული ექსპერტი იყოს.

მხოლოდ შიდა ექსპერტების ნდობა იქნება დაბალი, ამბობს ხმალაძე და იქვე დასძენს,

„შედარებით უფრო სანდო შედეგის მისაღებად ჩემი აზრით, სწორი იქნებოდა, პრემიერისა და სახელმწიფო დაცვის უფროსის თანამდებობიდან გადადგომა“.

 

კითხვაზე, ასეთ მოკლე ვადაში რამდენჯერ შეიძლება შეიცვალოს პრემიერი, ხმალაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ამის შესახებ რაიმე ჩანაწერი არ არსებობს.

„პრემიერი რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ შეიძლება, შეიცვალოს. საჭირო ან აუცილებელი… ასეთ რამეს ზუსტად კანონით და კონსტიტუციით ვერ განსაზღვრავ. ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად ერთი მეორისგან განსხვავებული შემთხვევები შეიძლება, მოხდეს, ყველა შესაძლო შემთხვევის ჩამოთვლა და გათვლა უბრალოდ შეუძლებელია“, – ამბობს ხმალაძე. 

არ ვიზიარებ ემოციურ დამოკიდებულებას, ჩვენ თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს ვესაუბრებოდით – გიგა ბოკერია

“გამოძიების არდაწყება პირდაპირ ნიშნავს მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი”- “ლელომ” პროკურატურაში განცხადება შეიტანა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g