LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვერ შევძლებ ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, მათთან ერთად ქუჩაში დავრჩები: იაგო ხვიჩია

171
იაგო

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გუშინ საინფორმაციო სააგენტოების მთავარ გმირად იქცა. მას შემდეგ, რაც „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან უთანხმოების გამო მან შესაძლოა იარაღის ტარების უფლება მოითხოვოს, მის მიმართ თოქ შოუების ინტერესი გაიზარდა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მან დეტალურად მოყვა, რა მოხდა მასა და ნიკა მელიას შორის.

"ცუდი საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან, მომეჩვენა, რომ დამემუქრა"-იაგო ხვიჩიამ შესაძლოა იარაღის ტარების უფლება გამოიყენოს

იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ ნიკა მელიას მხრიდან აღნიშნული საუბრის მიზეზი შესაძლოა, მისი დღევანდელი განცხადებები ყოფილიყო

ამასთან, ხვიჩიამ განმარტა, თუ რატომ ითხოვს იარაღის ტარების უფლებას და განაცხადა, რომ „ერი უნდა ვითხოვდეთ იარაღის ლეგალიზაციას“.

„არ მითქვამს, რომ ნიკა მელია დამემუქრა, უფრო თავდაურწმუნებელი სიტყვა გამოვიყენე – „მე მომეჩვენა“ ეს გამოვიყენე და არასწორად გაავრცელეს, მათ შორის, ცნობილმა მედიასაშუალებებმა, რომლებსაც ეს არ ეკადრებათ.მთელი დღეა ვისმენ, ვინ რა მითხრა, მაგრამ რეალურად, ის ყურადღება, რაც ამ ამბით მივიპყრე, მინდა გამოვიყენო იმაში რას ვაკეთებდი 31 ოქტომბრიდან, რა ურთიერთობები მქონდა სხვადასხვა პარტიასთან, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

თქვენ იცით, რამხელა თავდასხმის ობიექტი ვარ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პარტიები თავს მესხმიან. ვაშაძეს თავს დავესხი მას შემდეგ, რაც კოლეგამ, რომელთანაც რაღაც ტიპის ურთიერთობები მაქვს, საუბარზე მითხრა უარი, რომ რაღაცას საუბარი არ სჭირდება.

მე უცებ წარმოვიდგინე, რომ ეს ოპოზიცია მოვიდეს პარლამენტში და კოლეგა, რომელზეც ხალხს ეუბნებოდი, რომ მე ამათთან ვთანამშრომლობ, ხელი მოვაწერე დოკუმენტაციას, ვთანამშრომლობ, ასე საჯაროდ ამას მეუბნება. არ მინდა ჩვენს შორის ახლა განსხვავებებზე ვილაპარაკო“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ  თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, მათთან ერთად ქუჩაში დარჩება.

თუმცა, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ისეთ ადგილას შესვლა, სადაც შესვლა სხვა პოლიტკოსებისთვის იმდენად მიუღებელია, რომ ამის გამო მზად არიან პარლამენტარიზმი დააყენონ ეჭვქვეშ, მისთვისაც მიუღებელია.

კითხვაზე: თუ ვერ შეძლებთ დაარწმუნოთ ოპოზიცია იმაში, რომ შედგეს შეთანხმება რას იზამთ? – იაგო ხვიჩიამ უპასუხა: „დავრჩებით მათთან ერთად ქუჩაში, როგორც დანარჩენი ოპოზიცია“.

რაც შეეხება აქციებში დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად მონაწილეობის საკითხს, ხვიჩიამ განაცხადა: „ეს გემოვნების საკითხია და თავიდან მოუწევს ოპოზიციას გადალაგება, როგორ იქნება, სხვა კონფიგურაციები იქნება. მე დავრჩები ოპოზიციაში, ქუჩაში, მათთან ერთად!“

„მე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ ვარ დამოკიდებული; ეს პარლამენტი შედგება თუ არა, იქნება თუ არა მართლა პარლამენტი, დამოკიდებულია ორ ძალაზე. მე მათ ახლა ამიტომ ვაკრიტიკებ. ამომრჩეველმა მე მომცა ხმა პარლამენტის წევრობისთვის და აუცილებლად შევასრულებ ამ მოთხოვნას, თუ პარლამენტი შედგება. მე ვარ პარლამენტის არჩეული წევრი, ამას ისედაც ვგრძნობ, აქ რომ ვზივარ ზუსტად ასე გელაპარაკებით, როგორც ხალხის არჩეული წევრი. ამიტომ, რომელიღაც შენობაში შესვლა საერთოდ არ მიღირს ჩემი რეპუტაციის დასაზიანებლად. ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაც მჭირდებოდა ამ პარლამენტიდან იყო იმუნიტეტი, რომ თავი დამეცვა „ქართული ოცნებისგან“. ვერც კი წარმომედგინა, რომ იარაღი დამჭირვებოდა, მაგრამ მეორე შეიძლებოდა სწორედ ეს დამჭირვებოდა, სხვა არაფერი. ამის გამო ისეთ ადგილას შესვლა, სადაც შესვლა სხვა პოლიტკოსებისთვის იმდენად მიუღებელია, რომ ამის გამო მზად არიან პარლამენტარიზმი დააყენონ ეჭვქვეშ, ჩემთვისაც არ არის მისაღები“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება რევოლუციურ სცენარში მონაწილეობას, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ „სხვა გზა არ რჩება იმ სვლების შედეგად, რასაც ოპოზიცია დგამს“.

„ისეც არ მინდა ვინმემ გამიგოს, რომ წინააღმდეგი ვიყო რევოლუციის, ოღონდ ვიღაცამ ამის შესაძლებლობა უნდა მაჩვენოს. ზოგადად, არ მინდა, რომ რევოლუციის შემდეგ ამ ქვეყანაში კიდევ უფრო უარესი სიტუაცია მივიღოთ. ისე, ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ რევოლუციას, თუ არ ვიცით, შემდეგ რა იქნება. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ რისკს, რომელზეც მე დიდი ხანი არ მისაუბრია ოპოზიციის თითოეულ პარტიასთან. ძაან კარგად ვხედავთ რისკებსაც და შესაძლებლობებსაც, თუ როგორ შეიძლებოდა ორიდან ერთ-ერთ დიდ პარტიას მაინც რომ სდომოდა გულწრფელად შემდგარიყო ამ მოწვევის პარლამენტი. სამწუხაროდ, ასე მოხდა რომ არცერთს არ უნდოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„გაბრაზება „მოსულა“, რომ არ გაბრაზებულიყო, ნიკა მელიაზე წარმოდგენას დავკარგავდი. ამიტომ ვაფასებ, მაგრამ ჩემთან არ არის მართალი! ამის შესახებ მე შემიძლია ნებისმიერ ადგილზე ვილაპარაკო, მათ შორის მე პატივს ვცემ მამამისს. შემიძლია, სახლში მივიდე და ბატონ ანზორთან ერთად მოვყვე, რატომ ვარ მართალი, – დასძინა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ნიკა მელიასთან იმის გასარკვევად დარეკა, თანხმდება თუ არა ოპოზიცია, რომ 2022 წელს არჩევნების ჩატარება უნდა.

ნიკა მელია იაგო ხვიჩიას სოციალურ ქსელში პასუხობს

ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა ფილმიდან :”მელიებზე მონადირე”, რომელშიც იაგო ხვიჩიას სახეა ჩასმული.

ის ამბობს, რომ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ზოგადად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე ავტორიტეტურ პიროვნებად რჩება.

„მომხდარის შესახებ მე შემიძლია ნებისმიერ ადგილზე ვილაპარაკო, მათ შორის მე პატივს ვცემ მამამისს. შემიძლია სახლში მივიდე და ბატონ ანზორთან ერთად მოვყვე რატომ ვარ მართალი. ამით მოვრჩები და თუ შეიძლება მედიას ვთხოვ ამაზე მეტი კითხვა აღარ დამისვან“, – განაცხადა ხვიჩიამ და დასძინა, რომ „ეს გასაბრაზებელი იყო, მაგრამ არ მგონია, მე ვიყო ამის ადრესატი“.

რაც შეეხება იარაღის ტარების უფლებას, როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, მას აქვს ამის უფლება და „საქმის გარჩევას ქუჩაში არავის დაუწყებს“.

საუბრის ბოლოს მან დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკების საკითხი არ დახურულა.

ვინ დათმობს სადეპუტატო მანდატს – ერთი კვირა გადაწყვეტილებამდე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები