LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურქეთის ავიახაზები“ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით რეისებს ოქტომბერშიც შეასრულებს

324
turkish-airlines-airplane-landing-499098536-5c9219cec9e77c00014a9e57

თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ოქტომბრის თვეშიც განახორციელებს. სტამბოლის ახალი აეროპორტის მიმართულებით რეისები შესრულდება 3, 10, 12, 17, 19, 24 და 31 ოქტომბერს.

აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.

შეგახსენებთ, სტამბოლის აეროპორტიდან შესაძლებელია მოგზაურობის გაგრძელება მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები