LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავა

75
ისტიკლალი აფეთქება

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დააკავეს „ადამიანი, რომელმაც ბომბი ისტიკლალის ქუჩაზე დატოვა“. მისივე განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბ-ბინა აქვთ. სულეიმან სოილუს განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ.

მინისტრის ინფორმაციით, დადგენილია, რომ სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის დროს ასაფეთქებლად გამოყენებული იყო ტროტილი.

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 81 დაიჭრა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმა იყო. მისი თქმით, ახლა სწორი არ იქნება დარწმუნებით საუბარი, რომ ეს ტერაქტია, თუმცა წინასწარი მონაცემები, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან კადრები, ასევე გუბერნატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ შესაძლოა, ეს ტერაქტი ყოფილიყო.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქტაი აცხადებს, რომ სტამბოლში თავი თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა.

„სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა“ – გავრცელებული ინფორმაციით, თავი სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა

„შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით” – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g