LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ქართველი ქალი სადისტურად მოკლეს – დაჭრილია მოკლულის ქმარიც

82
TurqeTi policia

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ახალგაზრდა ქართველი ქალი თეონა თუაშვილი მოკლეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაჭრილია გარდაცვლილის მეუღლეც.

ინფორმაცია „რუსთავი 2“-თან საუბრისას დააადასტურა მოკლულის მეგობარმა თამარ სიჭინავამ.

მისი თქმით, დაჭრილია მოკლულის მეუღლეც, რომელიც ამჟამად უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული, მათ შორის ყელის არეში. მოკლულს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

“თეო სადისტურად მოკლეს. ის სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ქმარიც დაჭრილია და უგონო მდგომარეობით იმყოფება საავადმყოფოში. იმედია, როცა გონს მოვა მოყვება რა მოხდა სინამდვილეში.
როგორც პოლიცია ამბობს, სახლში შევიდა 4 ადამიანი და მოხდა კონფლიქტი. მიზეზს არ ამბობენ.

რატომ გაიმეტეს ასე ჯერჯერობით არ ვიცით. თეო მეუღლესთან ერთად მუშაობდა ფაბრიკაში,“ – ამბობს „რუსთავი2“-თან მოკლულის მეგობარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები