LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამრავი საჩუქარი ბრიტანელი ტურისტისთვის, მოპარული ველოსიპედის სანაცვლოდ – ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა

475
64513774-10219781130144799-5279394699554062336-o

ბრიტანელი ტურისტი, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს, მოქალაქეებმა და კერძო სექტორმა დაასაჩუქრა. თუ ვინ რა აჩუქა საერთაშორისო მოგზაურს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ამხელს. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბრიტანელი ტურისტის შესახებ წერს.

„ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა. ჩვენს ბრიტანელ სტუმარს – როვან ქემფბელს, ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ველოსიპედი – Bikes.ge; ორი ღამე სასტუმროში Best Western Gudauri და ტრადიციული ქართული ვახშამი; ასევე 2 ღამე ჰოსტელში – Fabrika,“- წერს მარიამ ქვრივიშვილი.

ბრიტანელ ტურისტს, რომელსაც საქართველოში ველოსიპედი მოპარეს, ერთ-ერთი ქართული კომპანია დაასაჩუქრებს

თუ ვერ იპოვიან მოგზაურის კუთვნილ ტრანსპორტს Bikes.ge მას ახალ ველოსიპედს აჩუქებს.

შეგახსენებთ, ბრიტანელ მოგზაურს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ველოსიპედი მოპარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები