LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკანასკნელ დღეებში მსურველთა რაოდენობამ დაახლოებით 3000 ან 4000-ით მოიმატა” – რამდენმა ტაქსის მძღოლმა მიიღო A კატეგორიის უვადო ნებართვა

127
ხმალაძე ტაქსი

დედაქალაქის ვიცე-მერი აცხადებს, რომ დღეიდან ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა შევიდა ძალაში და A კატეგორიის ნებართვების გაცემა შეწყდა. ირაკლი ხმალაძე განმარტავს, როგორ მოხდება ახალი ნებართვების გაცემა იმ პირებზე, რომლებიც აქამდე A კატეგორიის ნებართვებს ფლობდნენ.

“დღეიდან ტაქსების რეფორმის მესამე ფაზა ძალაში შევიდა. დღეიდან A კატეგორიის ნებართვების გაცემა შეწყდა. 1-ელ აპრილს უკვე ახალი ნებართვების დარიგება მოხდება იმ პირებზე, ვინც აქამდე ფლობდნენ A კატეგორიის ნებართვებს. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამის მოლოდინიც გვქონდა, განსაკუთრებით ეს უკანასკნელ დღეებში მოხდა. ჩემი დღევანდელი მონაცემებით, 1-ელ აპრილს ეს სისტემა დააგენერირებს დაახლოებით 35 000-ს A კატეგორიის ნებართვას, რომელიც 35 000-ს ფიზიკურ პირს დაურიგდება. უკანასკნელ დღეებში მსურველთა რაოდენობამ დაახლოებით 3000 ან 4000-ით მოიმატა. მუნიციპალიტეტი ყველას მოემსახურა, განსაკუთრებით დიდი ზეწოლა შაბათ დღეს იყო, რეკორდული რაოდენობა გაიცა. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისში ტაქსის ნებართვის ბაზარი პირველად შეიქმნა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით მოემსახურება.

დღეიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდა

"პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები".

1-ელ აპრილიდან taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია ამოქმედება, სადაც შესაძლებელი ნებართვების მართვა იქნება, იმ რეჟიმში, რომელსაც რეფორმის მესამე ეტაპი ითვალისწინებს. ნებისმიერი ინფორმაცია და სტატისტიკა საინტერესო იქნება, რომელიც პირველი აპრილიდან გამოიკვეთება”, – აღნიშნა ხმალაძემ.

ვიცე-მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 9 000-მდე B კატეგორიის ნებართვაა გაცემული.

“ეს არის თავისუფალი ბაზარი, ამას ჩვენ მხოლოდ ინფორმაციის სახით მივიღებთ. მერია არ დაადგენს ლიცენზია რა ღირს, მერიას წლიური მოსაკრებელი დადგენილი აქვს, რომელიც აქამდე 100, 50 და 0 ლარი იყო, ძრავის ტიპის მიხედვით. ეს ოდენობა არ შეიცვლება და ნებართვის გაყიდვა შესაძლებელი ხდება, ღირებულებას თვითონ გამყიდველი და ცხადია, თვითონ ბაზარი დაარეგულირებს. B კატეგორიის ტაქსების ნებართვების რაოდენობა დღეისათვის დაახლოებით 9 000-მდე არის, ამ რაოდენობის B კატეგორიის ნებართვაა გაცემული”, – განაცხადა ხმალაძემ.

A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება – რას ითვალისწინებს ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები