LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა გაეროს ექსპერტებს იწვევს უპილოტო საფრენი აპარატების გამოსაკვლევად

33
NYE4UPSJJ5OKXJLLGCK7MDZVF4

ირანის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხს აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დააყენებენ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, რომელიც დღეს, 19 ოქტომბერს გაიმართება. ინფორმაციას Reuters-ი დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინა გაერო-ს ექსპერტებს ჩამოგდებული ირანული წარმოშობის თვითმფრინავების შესამოწმებლად იწვევს.

კიევში აცხადებენ, რომ რუსეთი იყენებს ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს და ამით არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომლითაც აკრძალულია ირანიდან შეიარაღების იმპორტი.

„გვსურს მოვიწვიოთ გაერო-ს ექსპერტები, ეწვიონ უკრაინას რაც შეიძლება მალე, რათა შეამოწმონ ამოღებული ირანული წარმოშობის უპილოტო საფრენი აპარატები და ხელი შეუწყონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის შესრულებას“, – ნათქვამია უკრაინის ელჩის წერილში, რომელიც მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს გაუგზავნა.

თეთრი სახლი: ირანი რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტი იარაღის მიყიდვას განიხილავს – იმ შეჭრის მხარდასაჭერად, რომელსაც როგორც თავად ამბობენ, ეწინააღმდეგებიან

ცნობისთვის, ბოლო დღეებში, რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით არაერთი შეტევა მიიტანეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე.

ოლექსი დანილოვი: უკრაინელი მებრძოლები ირანული დრონების 85-90%-ს ანადგურებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები