LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ქალაქ ირპენში „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა

112
f8a2ee0b0b4735829f317d92bde66b89

უკრაინის ქალაქ ირპენში სამი დღით „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ქალაქის მერი ალექსანდრ მარკუშინი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე განმარტებით, კომენდანტის საათის იმისთვის წესდება, რომ ხელი შეუწყონ სამართალდამცავი ორგანოების გამართულ მუშაობას.

„მეგობრებო, კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრე პავლიუკის ბრძანებით, ირპენში კომენდანტის საათია დაწესებული სამი დღით – 7 აპრილის 21:00 საათიდან 11 აპრილის 9:00 საათამდე. მთლიანად დახურულია ქალაქში შესასვლელი. ბუჩაში მგზავრობა განხორციელდება დმიტრივკას თემის გავლით. ირპენის ქუჩებში მხოლოდ კომუნალური მუშები და ჩვენი მოხალისეები შეთანხმებული სიიდან იმუშავებენ. ეს კეთდება იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების გამართულ მუშაობას. მადლობა გაგებისთვის!“, – წერს ალექსანდრ მარკუშინი.

ირპენი გათავისუფლდა რუსული ჯარებისგან – მიმდინარეობს სპეცოპერაცია: უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g