უკრაინაში ომის დაწებიდან ერთი თვის თავზე ,თბილისში, 24 მარტს აქცია გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა.
მან საელჩოში ჩანიშნულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, რომელიც ჩართულია მათი მხარდაჭერის პროექტებში.
“ხვალ სრულდება ერთი თვე ომის დაწყებამდე. თბილისში ჩატარდება სხვადასხვა აქცია – 24 მარტს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციასთან გაიმართება აქცია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით…
25 მარტს საქართველოს პარლამენტთან გაიმართება მარათონი, რომელსაც ატარებს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლობა პირველ ტელეარხთან ერთად. გთხოვთ, შეუერთდეთ ამ აქციებს, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.