LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დაველოდოთ რა რეაქცია ექნება რუსეთს – დავითულიანი ბიბილოვის განცხადებაზე

120
BeFunky-collage (2)

როგორც ჩანს, პროვოკაციები საქართველოს მიმართ გააქტიურდება და ჩვენ სამწუხაროდ, კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა: ანატოლი ბიბილოვი

როგორც მან აღნიშნა, ახლა ბიბილოვის ამ განცხადებაზე რუსეთის რეაქცია იქნება საქართველოსთვის ერთგვარი მესიჯი. მისივე თქმით, ამაზე საქართველომ რეაგირება საერთაშორისო ბერკეტებით უნდა მოახდინოს.

„ეს არ არის პირველი განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დაველოდოთ ასევე რა რეაქცია ექნება რუსეთს ამაზე, ეს ისედაც არის მესიჯი და რუსეთის პოზიცია იქნება დამატებით მესიჯი საქართველოს მიმართ.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურით, ამავდროულად, გავითვალისწინოთ უსაფრთხოების მაღალი რისკები და ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ქვეყანა ამ მძიმე ვითარებიდან, რაც რეგიონშია შექმნილი, გამოვიყვანოთ მოგებული და არა კიდევ უფრო დაზიანებული. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და იმედი გვაქვს ამის შესაძლებლობებს რეგიონში შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი მოგვცემს.

ბორდერიზაცია, რასაც ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე – სააკაშვილი

თავისთავად ბიბილოვის მხრიდან გაკეთებული განცხადება უკანონოა, არავითარ სამართლებრივ საფუძველს არ შეიცავს, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის სეპარატისტული რეჟიმი, არავითარი კანონიერი საფუძველი და რაიმე რეალური პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ. რუსეთის რეაქციაც ამ ნაბიჯზე იქნება მესიჯი ჩვენს მიმართ, აუცილებლად ბიბილოვის განცხადებასაც და რუსეთის ამ რეაქციასაც მოჰყვება საპასუხო რეაქცია ჩვენი მხრიდან იმ შესაძლებლობებით რაც დღეს საქართველოს გააჩნია. საქართველოს დღეს აქვს შესაძლებლობა რეაგირება მოახდინოს საერთაშორისო ბერკეტებით მსგავს ნაბიჯებზე“, – განაცხადა დავითულიანმა.

დავით ზალკალიანი: მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g