„საერთოდ წარმოუდგენელია, მთელი საუბარი მიდის გორის ჰოსპიტალზე, მიდის საუბარი არასწორ მკურნალობაზე და ის, ვინც არასწორად მკურნალობდა და ხელმძღვანელობდა, მოწმედ ზის სასამართლო პროცესზე” , – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ურქთმელიძის ყველა უკანონო ქმედებაზე სააკაშვილის ადვოკატებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება.
„თქვენ ხედავთ ბატონი ურთქმელიძის, ადამიანის, რომლის პროფესია არის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი და მოწოდებული უნდა იყოს პატიმრების ჯანმრთელობისა და მათი სიცოცხლის შენარჩუნებაზე, მის ცინიკურ დამოკიდებულებას თავად კოლეგებისა და მოწმეების მიმართ. ყველა მისი უკანონო ქმედებები ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე არ იქნება დატოვებული.
საერთოდ წარმოუდგენელია, მთელი საუბარი მიდის გორის ჰოსპიტალზე, მიდის საუბარი არასწორ მკურნალობაზე და ის, ვინც არასწორად მკურნალობდა და ხელმძღვანელობდა, მოწმედ ზის სასამართლო პროცესზე. მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო, დაახლოებით, ამას ვუყურებთ. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას შეუძლია კითხვების დასმა, უახლოეს დღეებში თავად ურთქმელიძე დაიკითხება ჩვენ მიერ როგორც მოწმე”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა დამისახელა, ეს იყო „სიყვარული“ – ექსპერტ-ფსიქოლოგი სააკაშვილზე