LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უშინაარსო და არაკომპეტენტურ გამოხტომებზე ღარიბაშვილს ადეკვატური პასუხები აქვს – პრემიერს ბოლომდე ვეთანხმები: ლევან დავითაშვილი

35
ლევან დავითაშვილი

უშინაარსო და არაკომპეტენტურ გამოხტომებზე ღარიბაშვილს ადეკვატური პასუხები აქვს, – ამ განცხადებით პასუხობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას – არის თუ არა ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრის რიტორიკა აგრესიული.

დავითაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური ველი საქმიანი, აზრიანი კრიტიკისგან დაცლილია, რაც მისივე თქმით, მთავრობას ასე სჭირდება.

„ნებისმიერ მთავრობას, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება „ქართული ოცნების“ მთავრობა, თუ არა, ზოგადად, მთავრობას იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად ვითარდებოდეს და დემოკრატიული პროცესები მიდიოდეს.

ჩვენ ამის სანაცვლოდ ვიღებთ, უშინაარსო და არაკომპეტენტურ გამოხტომებს და პრემიერის მხრიდან არის ამაზე ადეკვატური პასუხი,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის აზრით, ღარიბაშვილის შეფასებები შეესაბამება არსებულ რეალობას და  ოპონენტების დასმულ საკითხებზე, ძალიან კონკრეტულია.

„ვფიქრობ, რომ პრემიერის შეფასებები არის შესაბამისი იმ რეალობის, რაც ჩვენ გვაქვს, ანუ ყოველ შემთხვევაში, მისი კომენტარები ოპონენტების მიერ დასმულ საკითხებზე, არის ძალიან კონკრეტული.

ჩვენ საარჩევნო კამპანიაში ერთად ვიღებთ მონაწილეობას, შესაბამისად, რეგიონებში ერთად გვაქვს შეხვედრები და მე რასაც ვუყურებ, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება ნებისმიერ საკითხში, რაზეც პრემიერს ბოლომდე ვეთანხმები.

ეს ეხება, როგორც წარსულ, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დანაშაულებრივ ქმედებებს, გამოვლინებებს ოპონენტების, ისე დღევანდელ ქმედებებს, ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო კრიტიკას, ხშირ შემთხვევაში არაკომპეტენტურ კრიტიკას,“ – დასძინა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები