LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა დურგლიშვილი 75 წლის გახდა

460
ვაჟა დურგლიშვილი

დღეს ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი 75 წლის გახდა

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, 9 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვაჟა დურგლიშვილის 75 წლისადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი გაიმართება თავად კომპოზიტორისა და ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.

ვაჟა დურგლიშვილი 500-მდე საესტრადო და საბავშვო სიმღერის ავტორია. ის გახლავთ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი; 2017 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები