LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკელებო, კალაძის ბოჰემურ ცხოვრებასა და სვეტურ ოჯახზე რომ აფრენდით, მიიღეთ, რაც დაიმსახურეთ, გზა არსაით” – ნათელაშვილი

204
BeFunky-collage (3)

განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა კვლავ განხილვის მთავარი თემაა.

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მთავარ გამზირზე არსებული სიტუაცია პირდაპირი ნიმუშია იმის, თუ რას უკეთებს დღევანდელი ხელისუფლება სახელმწიფოს. ნათელაშვილის თქმით, ამას ჰქვია “გზა არსაით.”

“ძვირფასო ვაკელებო, თქვენ ყოველთვის ყველა ხელისუფლებით იყავით აღფრთოვანებული, ყველა ძლიერის მოტრფიალე იყავით, ასევე, აფრენდით პირდაპირი გაგებით, კალაძის მილანურ ბოჰემურ ცხოვრებაზე, მის სვეტურ ოჯახზე…

ვიდეო: როგორ გადავაადგილდეთ განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე

თბილისის მერია განახლებულ ჭავჭავაძეზე სატრანსპორტო გადაადგილების სქემას აქვეყნებს.

მიიღეთ ის რაც დაიმსახურეთ, აი, ეს გზა, ჩვენ რა დავაშავეთ, თორემ, ვაკელები, ყველას არ ეხება, დიდი ნაწილი გამოუსწორებელი იქნება და ძლიერს, ფულიანს, სამთავრობოს წარმომადგენლეს დაუჭერს მხარს არჩევნებზე, დანარჩენი საქართველო მათთვის სოფელია და გოიმები ვართ…

თუმცა მე ძალიან მტკივა ვაკეზე, სადაც გავიზარდე… პრაქტიკულად შეიქმნა ნახშიროჟანგის ლაბორატორია”- თქვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

 

“გამზირის დატვირთვამ ფალიაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა და ორზოლიანი საცობი გაიჩითა” – რა ვითარებაა ვაკეში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები