ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ საუბრობს, თუ როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის შემდეგ.
ნუცა ბუზალაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რომელთა შორისაც, როგორც ახალი სუნამოს, ასევე ახალი სიმღერების გამოშვება და ამერიკაში კარიერის გაგრძელებაა.
„აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მე ასე მგონია, რომ უფრო კარგი ადამიანი გამხადა. ის მიზანი და ბავშვობის ოცნებები, რაც მქონდა უფრო ახლოს მიმიყვანა ამ ოცნებებთან. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ახლა მყავს აგენტი, გავაფორმეთ კონტრაქტი და ბევრი კარგი სიახლეებია დაგეგმილი, რაც მაბედნიერებს.
American Idol-ის „ტოპ12“-ის რამდენიმე მონაწილესთან ურთიერთობას კვლავ ვაგრძელებ. რაც შეეხება ჟიურის წევრებს ლაიონელ რიჩისთან მქონდა მიმოწერა, მაგრამ დანარჩენებთან არ მქონია.
ნუცა ბუზალაძე: „მინდა, ლაიონელ რიჩი საქართველოში ჩამოვიყვანო და მასთან ერთად კონცერტი გავმართო…“
„მე მიყვარს საქართველო“ – ნუცა ბუზალაძე ლიონელ რიჩთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს
პროექტის შემდეგ ვმუშაობდი მუსიკალურ სტუდიაში, პროდიუსერთან ერთად. ძალიან დატვირთული იყო ეს რეჟიმი ჩემთვის. მსგავსი გამოცდილება არ მქონია, რომ სტუდიაში შეხვიდე და შენ თვითონ შექმნა ახალი სიმღერა. ყველაფერში მივიღე მონაწილეობა და ძალიან დიდი გამოცდილება და ბედნიერებაა, როცა აკეთებ იმას რაც გიყვარს. სულ მინდა, რომ სტუდიაში ვიყო და საყვარელი ვაკეთო.
ახლა 3 სიმღერა მაქვს გაკეთებული. ერთი სიმღერა აუცილებლად გამოვა სექტემბრის ბოლომდე, დანარჩენები კი ნელ-ნელა.
70 ათასი კაცი ეტევა სტადიონზე, უზარმაზარია და ვმღერი ჰიმნს, რომელიც რეალურად აკაპელაში მემღერა. ძალიან ვნერვიულობდი, ხმაზეც შემეტყო, მაგრამ მაინც კარგი იყო საბოლოოდ.
კიდევ არის დაგეგმილი 1 თამაში, სადაც ჰიმნი უნდა ვიმღერო და მგონია, რომ იქ უფრო კარგად შევასრულებ.
აქ ადგილობრივი ძალიან ცნობილი სააგენტო მგულშემატკივრობს. ძალიან ბევრი კარგი სიახლე მოხდა ამ ზაფხულის განმავლობაში.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს.. ვაკეთებ სუნამოს, რომელიც ძალიან მალე გამოვა, ასევე ახალი სიმღერები..
საქართველოში სექტემბრის ბოლოს 5 დღით ჩამოვალ, დახურული კონცერტი მაქვს დაგეგმილი და შემდეგ ისევ ამერიკაში დავბრუნდები.
ამერიკაში ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტად დედა მენატრება, საქართველოშიც დედაჩემის გამო მოვდივარ, რომ კარგად ვნახო და ჩავეხუტო“, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.