LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაია: „კიდევ ერთი 26 ივლისი მოვიდა, ყველაზე მძიმე დღე ჩვენი ოჯახისთვის, გიორგის მკვლელობის დღე, 20 წელი გავიდა”

232
BeFunky-collage (2)

ჟურნალისტის, გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვახო სანაია წერს და აღნიშნავს, რომ ძმის საფლავზე გასვლას ვერ შეძლებს.

„კიდევ ერთი 26 ივლისი მოვიდა. ყველაზე მძიმე დღე ჩვენი ოჯახისთვის. გიორგის მკვლელობის დღე. 20 წელი გავიდა.

სამწუხაროდ, ვერ გავალ საფლავზე, რადგან გიორგის გვერდით რამდენიმე თვის წინ მამაჩემი დავკრძალეთ, რომლის სიკვდილს ვერაფრით შევეგუე. ვიცი, საშინელებაა, მაგრამ მას შემდეგ ვერ მივდივარ იქ. ვერ ვიპოვე ძალები. ალბათ ოდესმე შევძლებ“,- წერს ვახო სანაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g