LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანის, ფარცხანაყანებისა და ქობულეთის კლასტერები – ქუთაისის ინფექციურში 5 ახალ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

247
1363599

ხუთი ახალი პაციენტია მოთავსებული ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, რომელთაც კორონა ვირუსი დაუდასტურდათ.

ერთი ქალი ვანის კლასტერიდან, ერთი- ფარცხანაყანების კლასტერიდანაა, ასევე ბებია და 5 წლის შვილიშვილი ქობულეთის კლასტერიდან და ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისიდან, რომელმაც ცხელების ცენტრს თვითდინებით მიაკითხა და მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სულ ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვიდმეტი პირი მკურნალობს, მათგანს 14 პნევმონია აქვს.

ამასთან, უარყოფითი პასუხი აქვს პირველ პაციენტს და თუ განმეორებითი ტესტი ისევ უარყოფით პასუხს აჩვენებს, ის კლინიკას დატოვებს.

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი განიკურნა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 236 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 3 არის შემოტანილი, 2 სომხეთიდან, ერთი თურქეთიდან. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, StopCov-ის ვებგვერდზე უცხოეთიდან სამკურნალოდ ჩამოსულ და ადგილზე დადასტურებულ შემთხვევებს ცალ-ცალკე აღრიცხავენ. შესაბაისად, სტოფ ქოვ ჯიზე, COVID-19-ის 233 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება.

იმედისმომცემი შედეგები: რემდესივირის პირველი ცდა პაციენტთა მცირე ჯგუფზე დასრულდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები