LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაცია გვაახლოვებს! ვაქცინაცია დასრულებს პანდემიას! – დღეიდან “ევროპის იმუნიზაციის კვირეული” დაიწყო

99
fortuna.ge (26)

ამ წუთებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში მიმდინარეობს  ,,ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით –  “ვაქცინაცია გვაახლოვებს!”

ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.

წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 26 აპრილიდან – 2 მაისის პერიოდში აღნიშნავს ევროპის იმუნიზაციის მეთექვსმეტე კვირეულს (EIW).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და წელსაც, ტრადიციულად, უერთდება ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებს და კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას თუ რა მნიშვნელობა ენიჭება იმუნიზაციას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

კვირეულის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება რუტინული ვაქცინაციის წვლილზე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად. ასევე, აქცენტი გაკეთდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საშუალებაზე.

ვაქცინაციით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ისეთი დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვთა სიკვდილი ან შეუქცევადი უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მის მომავალზე.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი პანდემიის დასრულების ეფექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებაა. არავინ არის დაცული მანამ, სანამ ყველა არ იქნება დაცული.

“ვაქცინაცია დასრულებს პანდემიას!
ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა!

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ეფექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებაა. არავინ არის დაცული მანამ, სანამ ყველა არ იქნება დაცული.
თუ COVID-19-ის პანდემიის გამო, უგულვებელვყოფთ/დავივიწყებთ რუტინულ იმუნიზაციას, მიღებული შედეგები პანდემიის დასრულების შემდგომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეგვიქმნის პრობლემებს.” – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები