LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალი ჩაირთო

102
251876222

“სინოფარმით” ვაქცინაციისვის რეგისტრაციის პორტალი გაიხსნა.

ვებ-გვერდი გასული დღის განმავლობაში გამორთული იყო. მიზეზად კიბერშეტევა სახელდება.

დღეიდან, მსურველებს ვაქცინაციაზე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ https://booking.moh.gov.ge/   პორტალის მეშვეობით.

ცნობისთვის, ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g