LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინის არჩევა ნებაყოფლობითი იქნება – ტიკარაძე

231
5fd464a32b899

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინის არჩევა მოსახლეობისთვის ნებაყოფლობითი იქნება. დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების განწყობა დეკემბერთან და იანვართან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. თუმცა, დასძინა, რომ ეს არ არის საკმარისი.

„ჩვენ ვიცით რომ ვაქცინაცია საქართველოში ნებაყოფლობითია. რა თქმა უნდა ნებაყოფლობითი იქნება ვაცინის არჩევაც და ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ იმის საშუალებას, რომ გაიკეთონ მათთვის სანდო ვაქცინა, რომელსაც ენდობიან. რაც შეეხება ხარისხის კომპონენტს და განსხვავებას ვაქცინებს შორის – აქ მთავარია მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება. ყველა ვაქცინას ექნება მკაცრი მარეგულირებლის აღიარება. ექიმების შემთხვევაშიც აცრა ნებაყოფლობითია, თუმცა ექიმებმა იციან რა მათი სანდოობა მათი მონაწილეობა ამ პროცესში მაღალი იქნება.“ – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

ამავე თემაზე:

13 მარტიდან საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა – ეკატერინე ტიკარაძე

ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით, დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან – ეკატერინე ტიკარაძე

პირველ რიგში, აიცრებიან ექიმები და შემდეგ დანარჩენი რისკ-ჯგუფები: ტიკარაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g