LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვარდების რევოლუცია რუსებმა გააკეთეს”: ლადო კახაძის თქმით, ოპოზიციურ ფრთაზე ძალიან ნაწყენია

157
0d7c3276d34830b63b568d554e319d46-134109

ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი, ლადო კახაძე მიიჩნევს,  რომ 2003 წლის ვარდების რევოლუცია რუსეთმა მოაწყვეს. ამის შესახებ, მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ მან “მთავარ არხთან” საუბარში განაცხადა.

“2003 წლიდან ვამტკიცებ, რომ რუსებმა გააკეთეს 2003 წლის ე.წ ვარდების რევოლუცია”. – თქვა გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” გასულ სიუჟეტში ლადო კახაძემ.

ამავე ინტერვიუში, კახაძემ აღნიშნა , რომ ძალიან ნაწყენია ოპოზიციაზე, რადგან მისი თქმით, “ქვეყნისთვის არაკეთილ საქმეში არიან ჩართულნი.”

“მე ცოტა ნაწყენი ვარ ოპოზიციურ ფრთაზე, ცოტა კი არა, ძალიან, რადგან ქვეყნისთვის არაკეთილ საქმეში არიან ჩართულნი და ეს ყველაფერი ჩვენ მტერს, რუსეთს აძლევს ხელს. რუსების საქმე გააკეთეს ბევრი, თავის დროზე, იმ ფრთამ, სადაც წამყვანი ძალა ნაციონალური მოძრაობაა”, — განაცხადა კახაძემ.

მეგონა, ერთპარტიულობა ისტორიას ჩაბარდა, უცებ, გაბედეს და შემოგვთავაზეს: მარგველაშვილი

11 დეკემბერს პარლამენტში მე-10 მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელშიც მხოლოდ “ქართული ოცნება” იღებდა მონაწილეობას.

“მივიღეთ სტერილური პარლამენტი და გახლეჩილი საზოგადოება, ამ წნეხს ვერცერთი ხელისუფლება გაუძლებს” – რას შეცვლის მანდატებზე უარის თქმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g