LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვცდილობთ ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინოთ საკვების მიღება, იმედი გვაქვს, რომ ეს რამდენიმე დღეში მოგვარდება: ვახტანგ კალოიანი ელენე ხოშტარიაზე

743
კალოიანი - ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ექიმი ვახტანგ კალოიანი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 17 დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობდა.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

ვახტანგ კალოიანის განმარტებით, კლინიკა „ნიუჰოსპიტალში“ ელენე ხოშტარიას ყველა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები უტარდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი გართულებები. მისივე განმარტებით, ხოშტარიამ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო საკვების მიღება და რამდენიმე დღეში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ელენე ხოშტარია რეაბილიტაციას „ნიუ ჰოსპიტალში” გაივლის

„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ახლა იწყება მისი კვება. გადაყვანილია კლინიკა „ნიუჰოსპიტალში“, რადგან მოსალოდნელი გართულებები თავიდან იქნეს აცილებული და დროულად იყოს აღმოჩენილი. ვცდილობთ ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინოთ საკვების მიღება, იმედი გვაქვს, რომ ეს რამდენიმე დღეში მოგვარდება და ელენე ხოშტარია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g