LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვეცადეთ, პაკეტები ყოფილიყო მაქსიმალურად სამართლიანი და არც ერთ მოქალაქეს არ გასჩენოდა უსამართლობის განცდა“: ეკატერინე ტიკარაძე

123
93551154-3163297630356548-2070722424822824960-o

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  მიზნობრივ სოციალურ და ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება პროგრამის განხორციელება.

მინისტრს ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ მინიმალურად მაინც შეძლებენ მოქალაქეების დახმარებას.

ჩვენ დავეხმარებით მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკური ზიანი მიიღეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს დავეხმაროთ და ვიზრუნოთ მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 

მთავრობის გუნდმა დეტალურად იმუშავა ამ საკითხთან დაკავშირებით. ვეცადეთ, რომ პაკეტები ყოფილიყო მაქსიმალურად სამართლიანი. იმისათვის, რომ ჩვენს არც ერთ მოქალაქეს არ გასჩენოდა უსამართლობის შეგრძნება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიაზრებთ, რომ შესაძლოა იყოს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ აქვე გპირდებით, რომ ნებისმიერი ხარვეზი იქნება უმოკლეს დროში გამოსწორებული და ჩვენ კომისიასთან ერთობლივად, რომელიც დეტალურად მოახდენს დოკუმენტაციის განხილვას, შევეცდებით უმოკლეს დროში ხელმისაწვდომი გახდეს დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯანმრთელობის დაცვას და ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას მოხმარდება 350 მილიონი ლარი, რაც არის ნამდვილად უპრეცენდენტო თანხა და ეს მნიშვნელოვნად კარგ ეფექტს იქონიებს ჩვენი სისტემის განვითარებაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, სოციალური დახმარებებისთვის და მიზნობრივი პაკეტებისთვის გამოყოფილია მილიარდ ლარზე მეტი.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყოველივე ამით მინიმალურად მაინც შევძლებთ, დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას მთავრობამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები