LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა იწყება

291
1540376319-ვეფხი-და-მოყმე-1024x656

გაგარინის ქუჩის ბოლოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (მარშალ გელოვანის გამზირი), ვეფხი და მოყმის ძეგლთან გათვალისწინებული სატრანსპორტო კვანძის ასაშენებლად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სატრანსპორტო კვანძის მოწყობის შემდეგ, შესაძლებელი გახდება ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა შუქნიშნების გარეშე.

“დღეს ვაცხადებთ ტენდერს, თუ ვინ იქნება პროექტის შემსრულებელი. ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა ღერძისგან და ის დააკავშირებს მარშალ გელოვანის გაზმირს, მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩას.

ერთი გზა, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია, ეს არის ლისიდან ჩამოსასვლელი, ეს იქნება ამ დიდი პროექტის მეორე ნაწილი და მესამე , სამომავლოდ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდო პროექტით სამტრედიის ქუჩას დაუკავშირდება მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე გადამსვლელი ხიდი. ეს იქნება ამ დიდი პროექტის მესამე ნაწილი’- განაცხადა კახა კალაძემ

მანამდე კი, დედაქალაქის მერი სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა. კახა კალაძემ მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პრემიერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა.

,,მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას, მინისტრობის კანდიდატებს და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით და თანამშრომლობით შევძლებთ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ დედაქალაქში. ამას სჭირდება უფრო დიდი ზურგი ცენტრალური ხელისუფლებიდან და ბიუჯეტიდან უფრო დიდი ტრანსფერის გამოყოფა. ჩვენ შევძლებთ ღირსეულად გავუმკლავდეთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს აქტუალურია“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები