სამეჯლისო და ლათინური ცეკვების მოცეკვავე და ქორეოგრაფი, სალომე ჭაჭუა, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ არაერთი სეზონის მონაწილე იყო, უკვე მეორე წელია, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ირლანდიური ვერსიის სეზონში მონაწილეობს.
მისი მეწყვილე ირლანდიელი მომღერალია და წყვილი უკვე არაერთი ეპიზოდია ჟიურის მაღალ შეფასებებს იმსახურებენ.
სალომე ხშირად გვიზიარებს რეპეტიციაზე გადაღებულ კადრებს. ამჯერადაც, მოცეკვავემ მორიგი ვიდეო ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კულისებიდან შემოგვთავაზა.